„რა საცოდავი და სასაცილოა ეს მელია..." - წერს „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში.
„სუში კი არა, შენნაირი ზონდერებით რომ გვებრძოდა, ხალხს რომ ხვრეტდა, ადამიანებს რომ აწამებდა, თავისუფალ ტელევიზიას რომ სპეცრაზმის შტურმით იკავებდა, ქონებას რომ ართმევდა ადამიანებს, აქციიდან გასულ ხალხს რომ შენნაირი ზონდერები ესხმოდნენ თავს, კასრებიდან ამოღებულ ვიდეოებზე რაცაა აღბეჭდილი, მაგას რომ სჩადიოდა და კიდევ ათას სისაძაგლეს და არაადამიანობას რომ უკეთებდა ამ ქვეყნის მოსახლეობას, მაგიტომ ვუვარდებოდით იმ რესტორნებში, თორემ სუში კი არა, თუ უნდოდა, კამოს კერძი მიერთვა დღეში ხუთჯერ (რასაც პრინციპში აკეთებდა და დღემდე ბედნიერი სახით მიირთმევს კიდეც)", - წერს დაჩი ცაგურია „facebook"-გვერდზე.