logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ის, რაც ვიხილეთ საკრებულოსთან, არ შეეფერება თბილისს და თბილისელებს!
- +

11 ოქტომბერი. 2017. 21:19

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ „რეპორტიორთან" საუბარში თბილისის საკრებულოსთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.

 

„ის, რაც ვიხილეთ საკრებულოსთან, არ შეეფერება თბილისს და თბილისელებს. მიმაჩნია, რომ თემა საქმიან გარემოში უნდა განხილულიყო, რადგან ეს პროექტები  თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ძველი თბილისის განვითარების ბედი აღნიშნული პროექტების განხორციელებასთან დიდად არის დაკავშირებული.

 

ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიწისქვეშა პარკინგები. ვინაიდან თბილისში მანქანის სადგომის ფასი მიზერულია, პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი ინვესტორების პოვნა, რომელიც მზად იქნება, ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციები გასწიოს.

 

რაც შეეხება თაბორის მთას, მე, როგორც კრწანისის მაჟორიტარმა, ვიცი, რა მდგომარეობაშია თაბორის მთა ამ მომენტისთვის. დღეს აქ არის გახრიოკებული ფერდობები. გვეძლევა შესაძლებლობა, რომ იქ გაშენდეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მთავარია, ჩვენ ვართ საქმის კურსში, თუ რას აპირებს ინვესტორი", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner