logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია ოპოზიციონერ კოლეგებს: თქვენ ისე გულმხურვალედ უკრავთ ტაშს მიშას, როგორც სტალინს და ლენინს დაუკრავდით
- +

15 აპრილი. 2016. 14:44



დეპუტატმა გიგა ბუკიაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას, ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიორგი კანდელაკის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ თაქთაქიშვილი და კანდელაკი ახალგაზრდა კომკავშირლებს ახსენებს.


 

კანონპროექტი, მისი შინაარსი, მიდგომა მათ არანაირად არ აინტერესებთ. მიკვირს ჩემი კოლეგების, თუ რატომ გიკვირთ, რომ მათ ეს არ აიტერესებთ - ეს ხომ ის ხალხია, ვინც შექმნა, ვინც დაუკვეთა, ვინც გაავრცელა, ვინც იწერდა და ერთმანეთსაც იწერდნენ. თემიდან გადავუხვევ და იცით, რა გამახსენდა: - 1984 წელს სტუდენტი ვიყავი, როცა ათეიზმს გვიკითხავდნენ. ათეიზმის თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს პროტესტის გრძნობა გვქონდა. გამოვხატეთ, რომ ათეიზმი ის საგანი არ იყო, რომელიც სიმართლეს შეიცავდა. ზუსტად ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი წარმომიდგა თვალწინ იმ ხალხის ადგილას, ვინც ათეიზმს იცავდა, თქვენ ის ახალგაზრდა კომკავშირლები ხართ, რომლებიც ჩვენმა თაობამ კარგად ნახა. თქვენ ისე გულმხურვალედ უკრავთ ტაშს მიშას, როგორც სტალინს დაუკრავდით იმ შემთხვევაში, თუკი 30-იან წლებში იმ ასაკში იქნებოდით, რომელშიც ხართ. ისევე გულმხურვალედ, როგორც ვანოს იხსენიებთ, ტაშს დაუკრავდით ლენინს - ეს თქვენი ბრალი არ არის, თქვენ უბრალოდ ასეთები ხართ და ამას ვიღებ, როგორც მოცემულობას. გირჩევთ, გადახედოთ 30 წლის წინ კომკაშირლების გამოსვლას და საკუთარ თავს ამოიცნობთ - სხვაობა არაფერი იქნება. იქნება იგივე სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები, იგივე სტილი და მავეს ლაპარაკობენ, უბრალოდ ჩიორა არ ქვია და ქვია სხვა", - მიმართა გიგა ბუკიამ ოპოზიციონერ კოლეგებს.




პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილება, რომელიც პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner