logo_geo
eng_logo
მაკა რაზმაძე: მხოლოდ „ყველაზე ლამაზი ქალის“ წოდება ძალიან ცოტაა მისთვის - ჩვენი ქვეყნის სახე იყო!
- +

12 ოქტომბერი. 2017. 00:03



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში მსახიობი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ეხმაურება:

 

„მხოლოდ „ყველაზე ლამაზი ქალის" წოდება ძალიან ცოტაა მისთვის. ჩვენი ეპოქის და ჩვენი ქვეყნის სახე იყო მთლიანად. „ნატვრის ხის" მარიტამ ყველას, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავი დაგვანახა მასში. ამიტომ იყო სწორედ სიმბოლო და ერთადერთი-ყველა საკუთარს ვხედავდით იმ ულამაზესში რასაც ვერასდროს შევედრებოდით სინამდვილეში. სამუდამოდ ჩასახლდა ჩვენში და უფლება მოგვცა მასავით საოცრებად გვეგრძნო თავი ჩვენც... ლიკა ქავჟარაძე დღეიდან აღარ ივლის ჩვენი ქალაქის ქუჩებში... მაგრამ ჩვენში სულ იქნება მისი ის ნაწილი რის უფლებაც თავად მოგვცა..." - წერს რაზმაძე.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner