უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რუსეთის ხელისუფლებას უკრაინელი სამხედრო მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა სავჩენკოს საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს და აღნიშნეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
14 აპრილს მოსახლეობასთან „პირდაპირი ხაზის" დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.