logo_geo
eng_logo
პოროშენკო, მერკელი და ოლანდი რუსეთის ხელისუფლებას ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
- +

15 აპრილი. 2016. 15:50



უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რუსეთის ხელისუფლებას უკრაინელი სამხედრო მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა სავჩენკოს საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს და აღნიშნეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.



14 აპრილს მოსახლეობასთან „პირდაპირი ხაზის" დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner