მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მსახიობი აბაშიძის ქუჩიდან გამოასვენეს.
ლიკა ქავჟარაძე დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.
მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახლობლების ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. მათივე ცნობით, მსახიობი სახლში მარტო იმყოფებოდა.