logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: სამ მილიარდ დოლარს რომ უტოლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედების სია, მართლა ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო!
- +

12 ოქტომბერი. 2017. 03:43



ძვირფასო მკითხველო, მოთმინებასაც აქვს და თუ მკითხავთ, უნამუსობასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი, მაგრამ ჩვენს რეალობაში ძაღლების ნაცვლად კატები ყეფენ და რა გინდა, რომ ქნა?!...


ბევრი ჩემი კოლეგისა არ იყოს, ვუყურებთ მიმდინარე მოვლენებს და ხშირად - „დუმილი ოქროაო", თავს ვიმშვიდებთ და ვდუმვართ. და უფრო ხშირად ისიც გვავიწყდება, რომ დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო!


ახლაც ასეა!

როგორც მუხრანი იტყოდა - დუმილი რეკავს!


დღეს, ვისაც არ ეზარება და ვინც დედას დაეკარგა, ყველა გაილექსა - არიქა, ბიძინა ივანიშვილმა 1 ლარად იყიდა თბილისის გულიო... აფერუმ თქვენ, ქართველი საზოგადოების უმადურო და ბრმა ნაწილო! დიახ, „უმადურო და ბრმა", რადგან, ხედავთ და ამის აღიარებაც კი გიჭირთ, თუ  რა  აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის საქართველოს ყოფილ პრემიერს... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ჩამოთვლის გარეშე სამ მილიარდ დოლარს რომ უტოლდება  ბიძინა ივანიშვილის  მიერ გაწეული ქველმოქმედების სია, მართლა ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო!

ძველ ღვაწლსაც თავი დავანებოთ და მხოლოდ თაბორისა  და პუშკინის სკვერის მიმდებარე პროექტების შესახებ ვისაუბროთ...

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სოციალურ მედიაში ავრცელებს ვიდეორგოლს, სახელით „გაიგეთ სიმართლე თაბორისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე პროექტების შესახებ".

 

ვიდეოში აღწერილია თავისუფლების მოედანზე მშენებარე 7-ვარსკვლავიანი სასტუმროს წითელ ხაზებში უკვე არსებული 80 ავტოსადგომი და ასევე, 1 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადასაცემი ტერიტორიის, მიწისქვეშ, მინიმუმ 30 ავტოსადგომის მოწყობის პერსპექტივა, ჯამურად 160 ავტოსადგომით.

 

ამას გარდა ვიდეოში აღწერილია თაბორის რეკრეაციული პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $60 000 000 შეადგენს, თაბორის პროექტი ყველაზე დიდი სარეკრეაციო და მწვანე სივრცე იქნება ქალაქში, რომელიც ბოტანიკური ბაღისგან 50მ სიმაღლის კლდით არის გამიჯნული.

 

40 ჰა სარეკრეაციო ტერიტორიას სასიცოცხლოდ ესაჭიროება სარწყავი სისტემა და მწვანე საფარის მოსავლელი ინფრასტრუქტურა, ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ფონდი საბაზრო ფასად შეიძენს 4433 მ2 ტერიტორიას." - ეს იმის მოკლე ანოტაციაა, რაც თაბორის რეკრეაციულ პროექტად იწოდება.


„ძაღლი შინ არ ვარგოდაო" და იმ გარეთ გაქცეულს მთლად პოლიტიკურ სანაგვეზეც ნუ ჩაყვებით... არადა, თავის გატეხვა ნამდვილად ჯობდა თქვენს დღევანდელ ყოფას... თქვენი გატეხილი სახელიც იმ დუჟმორეულ გიჟს გაჰყვა უკრაინის მადლიან მიწაზე!









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner