logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: საკონსტიტუციო სასამართლო აშკარად არის პრონაცური!
- +

15 აპრილი. 2016. 15:52



საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეგრეთ წოდებულ მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე პოლიტიკურად ანგაჟირებულად მიიჩნევს. დეპუტატის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებს.


 

„მე ახლაც ვთვლი, ადრეც ვთვლიდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აშკარად არის პრონაცური, თუმცა არ ვეხებით მის საქმიანობას და არც ვერევით მის საქმიანობაში, მაგრამ ამ ორგანოსაგან პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებების მიღება მე არ გამიკვირდება, დანარჩენი იურისტებმა შეაფასონ ეს საკითხი", - განაცხდა ნიშნიანიძემ.



შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების წვდომასთან დაკავშირებით კამპანია „ეს შენ გეხებაში" ჩართული ორგანიზაციების სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო სუს-ის მიერ სატელეფონო მოსმენების განსახორციელებლად ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფლობის და ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner