logo_geo
eng_logo
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება- გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

12 ოქტომბერი. 2017. 11:43



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და  ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული   პირი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უკანონოდ ახორციელებდა ხის ჭრას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხე-მასალის  რეალიზაციას  ყალბი  სასაქონლო ზედნადებებს გამოყენებით  ახდენდა.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner