საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უკანონოდ ახორციელებდა ხის ჭრას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხე-მასალის რეალიზაციას ყალბი სასაქონლო ზედნადებებს გამოყენებით ახდენდა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.