„მომაწოდეს ინფორმაცია, თითქოს დაპატიჟებული ვიყავი GIPA-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე და მე უარი ვთქვი, რაც ტყუილია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არავის მივუწვევივარ GIPA-ში, არავინ... მათ შორის, არც ქალბატონი ცირა ელისაშვილი და ვინმე სხვა არ დამკავშირებია არც მე და არც ჩვენს პრესსამსახურს. ზოგადად, საარჩევნო პერიოდში სწორად არ მიმაჩნია პიარკამპანიის გამართვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მეტი ენთუზიაზმით მივიღებდი ასეთ შეხვედრაში მონაწილეობას არჩევნების შემდეგ... მაგრამ ჩვენ აქ ტყუილზე და სტუდენტების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე ვსაუბრობთ. GIPA-ს სტუდენტებო, ირმა ინაშვილს უარი არ უთქვამს თქვენთან შეხვედრაზე. მე თქვენთან არავის მოვუწვევივარ", - წერს ინაშვილი.