ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ობიექტივში" გვესტუმრა, მოგვეფერა, მოგვესიყვარულა...
ფოტოობიექტივის წინ ვიპოზიორეთ, ვიცინეთ... ათას რამეზე ვისაუბრეთ და სიყვარულით დავემშვიდობეთ ერთმანეთს... ხშირად შეხვედრაზე შევთანხმდით...
ახლა კი თავზარდამცემი ამბავი გავიგე - ლიკა წავიდა...
ხელს ჩაკიდებს თავისი ანგელოზი და უფალს წარუდგენს... უფალი კი სასუფეველს მარიტასთან დაუმკვიდრებს...
მარიტა და ციციკორე მხოლოდ ამქვეყნად შეიძლება იყვნენ ერთად, იქ კი, იქ მარიტას უფალი იცავს... ციციკორეებისგან!
როგორ დაიტანჯა... როგორ დაისაჯა თავისი არაამქვეყნიური სილამაზის გამო...
ლიკა ქავჟარაძე - ეს სახელი დიდხანს, ძალიან დიდხანს შემორჩება საქართველოს!" - წერს მძინარაშვილი.