არჩევნების თარიღის ოფიციალურად დანიშვნასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. უცნობია, დათანხმდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის 5 თვით ადრე დაწყებას. ამ თემაზე პოლიტიკოსები განმარტებებს აკეთებენ.
„პრეზიდენტს ბიუჯეტი საიდან აქვს, ვერ გავიგე, ფული იშოვა სადმე? პრეზიდენტის ფონდი იგივე ბიუჯეტია და ჩვენი გადახდილი ფულითაა და არა მისი ხელსაქმიდან", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.