logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: ოპოზიცია ყურადღების მიქცევას რადიკალური აქციებით ცდილობს
- +

12 ოქტომბერი. 2017. 15:33


 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში საკრებულოსთან მომხდარი დაპირისპირება შეაფასა და მას პოლიტიკური სპექტაკლი უწოდა.

 

„ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პოლიტიკური სპექტაკლი ვიხილეთ და რაც ახლა მოხდა საკრებულოსთან, ამ სპექტაკლის გაგრძელებაა, რადგან სპექტაკლის ორგანიზატორებმა კარგად იციან, რომ რამდენიმე დღეში არის არჩევნები, მათ არ აქვთ სათანადო რეიტინგი და ყურადღების მიქცევას რადიკალური აქციებით ცდილობენ", - განაცხადა ლექვინაძემ.

 

ლექვინაძემ ასევე თაბორის მთის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება პროექტს, ეს არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია თბილისისთვის რამდენიმე ფაქტორის გამო.

 

ეს არის თაბორის მთის მიმდებარე, ოთხი ათას სამასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით მიყიდვის საკითხი, რომელშიც ინვესტორი კომპანია იხდის საბაზრო ფასს. ეს მიწის ნაკვეთი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თაბორის მთაზე, სადაც კეთდება ერთ-ერთი საკმაოდ მოცულობითი რეკრეაციული ზონა, უზრუნველყოს ამ რეკრეაციული ზონის და იქ განთავსებული ხე-მცენარეების მორწყვის და საირიგაციო სისტემის მოწყობის საკითხი. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის რეკრეაციული ზონის მოწყობისთვის ასეთი პროცესის განხორციელება სამართლებრივად არგუმენტირებულია", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner