logo_geo
eng_logo
ქეთევან დედოფლის ნეშტი საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში გადააბრძანეს
- +

12 ოქტომბერი. 2017. 15:35



დღეს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში საპატრულო პოლიციის თანხლებით გადააბრძანეს. ქეთევან დედოფლის ნეშტი მანამდე ალავერდის ეპარქიისა და გურჯაანის სამების სახელობის ტაძარში იყო დაბრძანებული.


სამების ტაძარს დედოფლის წმინდა ნაწილების აღმომჩენი ინდოელი არქეოლოგი ნიზამუდინ ზაჰერი სტუმრობდა.


„ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი საქართველოში. ჩემთან ერთადაა კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ჩემი თანამემამულე. როგორც იცით, დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის და შემდეგ ისევ ინდოეთში დაბრუნდება", - აღნიშნა ნიზამუდინ ზაჰერმა.

 

სამების ტაძარში იმყოფებოდა ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი დარბან პრაშერი.

 

„ექვსი წელია ჩართული ვარ, რომ დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამობრძანებულიყო. დღეს სტუმრად გვყავს არქეოლოგი, რომელმაც ეს სიწმინდე აღმოაჩინა და დაამტკიცა, რომ ქეთევან დედოფალს ეკუთვნის", - განაცხადა დარბან პრაშერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner