logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს ჩემი პოლიტიკური ჯგუფის ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს
- +

15 აპრილი. 2016. 16:19



ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის იოან მირჩა პასკუსის განცხადებით,  ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ჯგუფი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

 

„ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რეფორმების მნიშვნელობა, ასევე ხალხის მხრიდან რეფორმების მხარდაჭერის მნიშვნელობა. რეფორმების განსახორციელებლად, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას კი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეუწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით ყველაფერი სწორი გზით წავა. სოციალ-დემოკრატების ჯგუფის სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ, მინდა, ჩვენს მხარდაჭერაში დაგარწმუნოთ", - აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულებისას.


ქ. სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 2016 წლის 13-14 აპრილს გაიმართა.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner