logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ასე რჩებიან, მავანთა მიერ ცოცხლად დარჩენილი სასურველი „მოწმეები“...
- +

12 ოქტომბერი. 2017. 17:34



ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ქართველ ერს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული 9 აპრილის შემზარავი ტრაგედია, რომ იმავე წლის (1989წ) 13 ოქტომბერს, ეროვნული მოძრაობის მტრებმა და იმპერიალიზმის დამქაშებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა! მე მინდა ყურადღება გავამახვილო, თუ შეგნებულად, როგორ რჩებიან მსგავსი მკვლელობის დროს, „სათანადო" მოწმეები... (ის, თუ როგორ დაიყოლია მერაბ კოსტავა თამარ ჩხეიძემ, ქუთაისში გაჰყოლოდა, სხვა დროს დავწერ)... მთავარია, რომ ამ ქალის სახით, „შედგა" „დაზარალებული მოწმე"... თავდაპირველად, ხშირ შემთხვევაში როგორც ხდება ხოლმე, ბორითის „მოწმე" გონების დაქვეითებას უჩიოდა და თითქოს არც არაფერი ახსოვდა, ცოტა მოგვიანებით განაცხადა, რომ გზაზე მათ ხბომ გადაურბინა, მან მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და მოხდა ის, რაც მოხდა... უფრო მოგვიანებით, ხბო ჩაანაცვლა გზაზე გადმოგორებული მანქანის საბურავით... ბორითში, ტრაგედიის ადგილას, ერთ მხარეს ციცაბო კლდეა, ხოლო მეორე მხარეს მდინარე ძირულა, აბა, საიდან უნდა გადმოგორებულიყო უცაბედად საბურავი, ნამდვილად საეჭვო და უცნაურია...!!! მრავალი წლის შემდეგ ჩხეიძე შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს, რომ შეჯახების შემდეგ (მანამდე აცხადებდა, რომ მერაბი ადგილზე გარდაიცვალა), მერაბი ცოცხალი იყო, მხოლოდ მეტყველება უჭირდა, ავარიის შემდეგ, მაშინვე გაჩნდა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მერაბი ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია, მისთვის ნემსი არ გაეკეთებინათო, მერაბ კოსტავა ხარაგაულის საავადმყოფოს გზაზე მიმავალ სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.... მეორე მოწმე ზურაბ ჭავჭავაძე უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ერთთვიანი კომური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც დაუბრუნდა მეტყველება, მეორე დღესვე გარდაიცვალა საავადმყოფოს პალატაში... ასეა, რჩებიან მხოლოდ მკვლელებისთვის სასურველი მოწმეები!!!

 

რახან მოწმეებზე გავაკეთე აქცენტი, გადავიდეთ პირველი პრეზიდენტის დაღუპვის მოწმეებზეც, ძველ ხიბულაში მომხდარ საუკუნის მკვლელობაზე! მოწმე გუგუშვილი, ოცდახუთი წელია აცხადებდა: „რაფერ მოიკლა თავი ზვიადმა? იმფერ მოიკლა!" მოწმე პრემიერი, თითქოს გვერდით ეწვა პრეზიდენტს, სტეჩკინის გასროლის ხმა მოეჩვენა ტაშტის დარახუნების ხმად, რატომღაც „ეგონა", რომ პრეზიდენტს გული ერევა და ვერც ზვიადის გულმკერდზე „დადებული" იარაღი შეამჩნია, ახლა კი ორი ათეული წლის შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე აცხადებს, რომ მომაკვდავ ზვიადს იქამდე უთვლიდა პულსაციას მაჯაზე, სანამ გულმა ფეთქვა შეწყვიტა... მეორე მოწმე, უკრაინაში „განსვენებული" ბაჩუკი გვანცელაძე, ჩვენებაში წერდა, რომ გასროლის ხმაზე შევარდა პრეზიდენტის ოთახში და იხილა უკვე ტყვიადახლილი პრეზიდენტი. რაც მთავარია, იმ წამსვე შევარდა, რაც იარაღის გასროლის ხმასთან ერთად პრემიერის ყვირილი გაიგონა... ამის შემდგომ „მოწმე" გვანცელაძე მრავალი წლის შემდეგ, გაზეთ „კვირის პალიტრაში" აცხადებს, რომ ცუდად იყო, რომ მას გუგუშვილმა დამამშვიდებელი აბები დაალევინა, წამოწოლილი იყო და თვლემდა, ხმაურის შემდეგ წამოდგა საწოლიდან, ჯერ ფეხსაცმელი ჩაიცვა და მერე დაკავდა ფეხსაცმელზე ზონრების შეკვრით... მესამე მოწმე რობინზონ მარგველანი, რომელიც გვევლინება ყველა ნივთმტკიცებულების განადგურების ჩამდენად, როდესაც ეკითხებიან ხიბულაში მომხდარ მკვლელობის დეტალებზე, ის თბილისის ომზე და პუტჩის დღეებზე საუბრობს...

 

აი, ასე რჩებიან, მავანთა მიერ ცოცხლად დარჩენილი სასურველი „მოწმეები"... დანარჩენ საზოგადოებას კი არავის არაფერი ეკითხება...

 

P.S. აქვე, მახსენდება 1997 წელს პარიზში მომხდარი თითქოსდა შემთხვევითი ავტოავარია, რის შედეგადაც გარდაიცვალა უელსის პრინცესა დიანა, მისი მეგობარი დოდი ალ ფაედი და მანქანის მძღოლი, ცოცხალი გადარჩა მხოლოდ დაცვის წევრი ტრეველ ჯონსი, რომელიც დღემდე ამნეზიას და მეხსიერების დაქვეითებას უჩივის...

 

ვისაც ამნეზიის სიმპტომები არ ემართება და მკვლელობებს უბედურ შემთხვევად ან თვითმკვლელობად არ აცხადებს, ემართებათ ის, რაც 1963 წელს პრეზიდენტ კენედის თითქოსდა ერთადერთ მკვლელს ლი ჰარვი ოსვალდს დაემართა - პოლიციის განყოფილების ეზოში, თითქოსდა შურისმაძიებლის მიერ ოსვალდის მკვლელობა უამრავი პოლიციის თანდასწრებით..." - წერს შონია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner