პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა.
„16 ოქტომბერს ვაპირებთ ბიუჯეტის შეჯამებას. ოპოზიცია საუბრობს იმის შესახებ, რომ ბევრ საგარეო ვალს ვიღებთ და მიზანმიმართულად არ აღნიშნავენ, რომ ამ ვალების მნიშვნელოვან ნაწილს ვისტუმრებთ, რადგან ბიუჯეტი ამასაც ითვალისწინებს.
ძალიან დიდი სპეკულაცია მიდის სოციალურ თემებში. დიდი რაოდენობით სოციალური პროგრამა არის დაფინანსებული და გაძლიერდება, მაგრამ არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის" დაპირება, რომ დაურიგებენ საზოგადოებას 100-100 ლარს, ეს არის ტყუილი, რადგან ფულის ამ მასის შემოსვლა ბაზარზე, რომელიც არ იქნება მიწოდებული შესაბამისი რაოდენობის მომსახურებით, გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ნგრევას. საპენსიო ფონდი იქმნება, იმედი მაქვს, რომ მთავრობა ინტენსიურად იმუშავებს და მალე შევძლებთ, რომ პენსიის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.