logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: იქნებ დაწეროთ, ვინ რისთვის იდგა მიტინგებზე? და რომელზე?
- +

15 აპრილი. 2016. 16:35



„დიდი თხოვნა მაქვს, იქნებ დაწეროთ, ვინ რისთვის იდგა მიტინგებზე? და რომელ მიტინგებზე?" -  ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს და აქვე პატივისცემას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინ სხვების თავისუფლებისთვის იბძოდა და ვისაც გამარჯვების შემდეგ მიღებული პოზიცია „თავში არ ავარდნია".


„ხშირად მესმის ფრაზა - „იმიტომ არ ვმდგარვარ მიტინგებზე, რომ..."

 

დიდი თხოვნა მაქვს, იქნებ დაწეროთ, ვინ რისთვის იდგა მიტინგებზე? და რომელ მიტინგებზე?

 

ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ რისთვის იდგა მიტინგებზე 2007 წლიდან 2012 წლის ზაფხულამდე... თორემ 2012 წლის ზაფხულის შემდეგ ბევრისთვის უკვე გასაგები იყო, თუ ვინ გაიმარჯვებდა.

 

აქვე ჩემი დიდი პატივისცემა ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც სხვების თავისუფლებებისთვის იბრძოდა და მათ მიმართაც, ვისაც გამარჯვების შემდეგ მიღებული პოზიცია თავში არ ავარდნია და „მოვიდა ჩვენი დრო" არ დაუძახია", - წერს უძილაური. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner