logo_geo
eng_logo
ხატია ურიგაშვილი: საქმე გვაქვს აკადემიურ სივრცეში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან!
- +

12 ოქტომბერი. 2017. 19:19


„მოკლე მიმოხილვა ინციდენტის, რომელიც მოხდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, მერობის კანდიდატებთან წინა საარჩევნო შეხვედრაზე. სანამ უშუალოდ ინციდენტზე გადავალ, მკაფიოდ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქმე გვაქვს აკადემიურ სივრცეში, საკუთარი ინტერესების გამო, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, კერძოდ კი სტუდენტების დავალდებულებას, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში შეხვდეს კონკრეტულ კანდიდატებს და არა ყველას", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტუდენტი ხატია ურიგაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ორი სახის ტყუილსა და პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველი - ის რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების ხელმძღვანელი, ქალბატონი ცირა ელისაშვილი მისი თანაგუნდელის გაპიარებისთვის იყენებდა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და ავალდებულებდა მისი მიმართულებების სტუდენტებს დასწრებოდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებს, რაც ყოვლად დაუშვებელია აკადემიურ სივრცეში, თუ ეს ხდება სალექციო საათების ხარჯზე და სტუდენტების ნების საწინააღმდეგოდ. მეორე - თუკი უნივერსიტეტი საკუთარ აკადემიურ ტრიბუნას მისივე უნივერსიტეტის სტუდენტების ცნობიერების ასამაღლებლად უთმობს კანდიდატებს, საშუალება უნდა მიეცეს ყველას და წარმოდგენილი კანდიდატები გაურკვეველი სელექციის პრინციპით არ უნდა იყვნენ შერჩეულნი.

 

რაც შეეხება ტყუილებს:

 

1. როგორც გვპასუხობენ, რომ ყველა კანდიდატს დაუკავშირდნენ, ეს არის სიცრუე. იხ. ვიდეო.

 

2. ისევე როგორც სიცრუეა, რომ მე არ ვარ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც აპროტესტებს მის უნივერსიტეტში მომხდარ ყოვლად მიუღებელ ფაქტს. იხ. ვიდეო და ფოტო, რომელიც გარწმუნებთ საწინააღმდეგოში.

 

P.S. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტები გავაპროტესტეთ, GIPA-მ და ქალბატონმა ცირა ელისაშვილმა შეცვალეს გადაწყვეტილება და წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრება აღარ არის სავალდებულო საჯარო პოლიტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის!

 

P.P.S. ჩვენი პოზიცია რომ არ ყოფილიყო მართებული, GIPA არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი Pirveli Arkhi, 1tv.ge

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili ირმა ინაშვილი Tsira Elisashvili Giorgi Gugava Kakha Kukava TV Imedi Ipn Georgia iPresso On.ge netgazeti.ge" - წერს ურიგაშვილი.


 

 

 

 

 

https://www.facebook.com/amxile/videos/1559560764104096/?hc_location=ufi

 

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/844740205685288/?hc_location=ufi

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner