ცნობილ ქართველ მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს, რომელიც 57 წლის ასაკში, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, 14 ოქტომბერს, ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ. ჯერჯერობით უცნობია მსახიობის დაკრძალვის ადგილი.
როგორც "სითი კვირას" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხთან დაკავშირებით ლიკა ქავჟარაძის ახლობლებსა და კოლეგებს დედაქალაქის მერიისთვის ჯერ არ მიუმართავთ.
სოციალურ ქსელში მიმდინარეობს მსჯელობა, თუ სად უნდა დაიკრძალოს ლიკა ქავჟარაძე. გამოითქვა მოსაზრება, რომ მსახიობის საფლავისთვის ცალკე ადგილი გამოიყოს, სადაც გაშენდება ბროწეულის ბაღი, როგორც მისი ერთ-ერთი პოპულარული კინოროლის, მატირას სიმბოლო.
"ჩემზე რომ იყო დამოკიდებული, ლიკას ახალ, ცალკე ადგილას დავუდებდი სამუდამო სასუფეველს და ამ ადგილს ვაქცევდი სილამაზის და უკვდავების სიმბოლოდ. ბროწეულის ხეებს დავრგავდით, ბროწეულის ტყეს გავაშენებდით. სადმე ცალკე "დავასახლოდ" სამუდამოდ თვითონ და ტყეც იქ გაშენდეს",- წერს ინტერნეტმომხმარებელი მარინა ხორავა.
მსახიობი 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით. პოპულარული გახდა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე". მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში "პეპელა" (1977), კავკასიური რომანსი" "დემეტრე თავდადებული" (1982), "ოჯახი" (1985) და სხვა.
კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს.
პანაშვიდი: 12, 13ოქტომბერი, 17:00 საათი; მის. ი. აბაშიძის N 62, II სადარბაზო, II სართული, ბინა N 21;