logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულებისა სამინისტროს გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს ბელარუსის რესპუბლიკის შსს-ს დელეგაცია ეწვია
- +

12 ოქტომბერი. 2017. 22:03


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარებისა და გატარებული რეფორმების გაცნობით მიზნით, საქართველოს ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა ბელარუს სტუმრებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო.


„ბელარუსის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები საქართველოს მიღწევების გაცნობითა და თავის ქვეყანაში დანერგვით არიან დაინტერესებულნი. სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გავაგრძელოთ საქმიანობა. ვგეგმავთ სამუშაო ჯგუფების შექმნას, ასევე, საპასუხო ვიზიტის განხორციელებას მინსკში, რათა ბელარუს კოლეგებს საქართველოში გატარებული რეფორმები დეტალურად გავაცნოთ," - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გამოცდილებასა და უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს უკვე ინტერესით გაეცნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცოგოვინის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.


ბელარუსი სტუმრები, ასევე, დაინტერესდნენ ნოვაციებით, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ალტერნატიული სასჯელების აღსრულების კუთხით არის დანერგილი.


როგორც ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზედამხედველო-აღსრულებითი საქმიანობის განყოფილების უფროსმა სერგეი ნიკელმა აღნიშნა, ბელარუსში განსაკუთრებით აინტერესებთ საქართველოს პრობაციის სისტემაში დანერგილი მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამები.


„სამწუხაროდ, ბელარუსი ახლა იწყებს პრობაციის სისტემის რეფორმას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაცნობა. რამდენადაც ვიცი, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამები საქართველოში საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და თქვენი მიღწევების ბელარუსში დანერგვა გვინდა. ჩვენ გავეცანით პრობაციის მიმართულებით ლატვიელი კოლეგების გამოცდილებასაც და როგორც აღმოჩნდა, მათ თქვენგან ისწავლეს ბევრი რამ. სასიამოვნოა, რომ იგეგმება ჩვენს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და რაც შესაძლებელს გახდის ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხის ორმხრივ ფორმატში განხილვას," - განაცხადა სერგეი ნიკელმა.


ბელარუსის დელეგაცია პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებასა და მის ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ საწარმოსაც ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსი სტუმრები, ასევე, ქვემო ქართლის და კახეთის პრობაციის ბიუროებს ეწვევიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner