საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია გუშინ გასულ მაია ასათიანის შოუს „პროფილს"„facebook"-გვერდზე ეხმაურება.
„ჟურნალისტური ქარტია და ზვიად ქორიძე ამქვეყნად არიან საერთოდ? შეიძლება, სადღაც რაღაცას წერენ და მერე უჯრაში ინახავენ, მაგრამ საზოგადოებას რაიმე გაუგია მათი შესაბამისი რეაგირების შესახებ ასეთ შემთხვევებზე, რაც მაია ასათიანმა გუშინ გააკეთა?! ან, მაგალითად, ნანუკიემ მინიმუმ ორჯერ გამოაჭენა სულით ავადმყოფი გადაცემაში, ხმა ამოიღეს? თუ ეგენი მხოლოდ ჰომოფობიურ ეპიზოდებზე რეაგირებენ?" - წერს ცოტნე გამსახურდია.