logo_geo
eng_logo
ევროპას ატლანტის ოკეანიდან ქარიშხალი უახლოვდება
- +

12 ოქტომბერი. 2017. 23:30


ევროპის კონტინენტს დასავლეთის მხრიდან ქარიშხალი „ოფელია" უახლოვდება. სინოპტიკოსების ინფორმაციის თანახმად, ქარიშხალი ირლანდიას და გაერთიანებულ სამეფოს ორშაბათს დაატყდება თავს. სტიქია „ოფელია" არ არის იმ სიმძლავრის, როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში კარიბის ზღვის კუნძლებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მძვინვარე ოთხი ქარიშხალი.


მიმდინარე წელს სტიქია „ოფელია" ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილი მე-15 ტროპიკული ქარიშხალია. მათგან ყველაზე ძლიერი „ჰარვი", „მარია", „ირმა" და „ხოსე" იყო, რის შედეგადაც ყველაზე მეტი ზარალი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიადგა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner