logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ყველას მოვიყვან სასამართლოში!
- +

13 ოქტომბერი. 2017. 01:15


ეკა გიგაური გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ. მოსამართლემ რეჟისორის მოთხოვნა, სასაზღვრო პოლიციიდან დოკუმენტების გამოტხოვნასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. სასამართლო დავის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დაიკითხებიან. ხაინდრავა ამტკიცებს, რო ეკა გიგაური 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილეობდა, თუმცა დოკუმენტაცია განადგურებულია.

 

„მარტო გიგაურს კი არა ბიწაძეს, მერაბიშვილს, იმ სამმართველოს უფროსებს ვინც ამაში მონაწილეობდნენ ყველას მოვიყვან სასამართლოში! მანკიერი წესი არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ ადამიანების წახალისება, ვინც უმოწყალოდ უსწორდებოდა საკუთარ მოქალაქეებს, როგორც ჯალათებს და ზონდერებს. ამ სისტემის მონაწილეები იყვნენ მერაბიშვილი, ბიწაძე და გიგაური", - განაცხადა ხაინდრავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner