„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეხლა ნახეთ რამდენი მეგობარი გამოუჩნდება მშვენიერებისა და სილამაზის სიმბოლოს. რამდენი იპოზიორებს კამერების წინ და გაიხსენებს მას. თქვე დალოცვილებო, ეხლა რომ აღვარღვარებთ ცრემლებს, ბიძინა ივანიშვილის ფონდის გარდა რომ არავინ ეხმარებოდა ლიკა ქავჟარაძეს, სიცოცხლეში გენუგეშებინათ, დახმარებოდით და მოფერობოდით ყველასგან მიტოვებულ არსებას", - წერს მჟავანაძე.