logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: ლიკამ უამრავი სევდა და ტკივილი წაიღო იმ ქვეყნად
- +

13 ოქტომბერი. 2017. 02:37


„დამუნჯებული ვარ, უმძიმესი იყო ჩემთვის ამ ამბის გაგება, თავიდან ვერც დავიჯერე... წარმოუდგენლად მეჩვენება - ლიკა ქავჟარაძეზე უკვე წარსულში ვილაპარაკო..." - ამ სიტყვებით ყოფილი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში ეხმაურება.

 

„ყველას ჰგონია, რომ „ნატვრის ხე" იყო პირველი ფილმი, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით... მანამდე იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „სიყვარულო ძალსა შენსა", რომელიც რეზო გაბრიაძემ გადაიღო. ერთ-ერთი ნოველა იყო - კავკასიური რომანსი და ამ ფილმში ჩვენ შეყვარებულებს ვთამაშობდით... მე და ლიკა თითქმის ორი წელიწადი გადასაღებ მოედანზე ერთად ვიყავით. „კავკასიური რომანსის" გადაღება დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა და წელიწადზე მეტი „ნატვრის ხე"... ლიკა რაც იყო, სამწუხაროდ იმის მეასედიც არ არის გადაღებული. ვერ გამოიყენა ამხელა სილამაზე ქართულმა კინომ! ქართველებს ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს, ადამიანი რომ წავა ამ ქვეყნიდან, მერე მივტირით... ჩვენ, ვინც ვიცნობდით, ლიკა ყოველთვის გვიყვარდა. გადასაღებ მოედანზე მთელი ჯგუფი მასზე იყო შეყვარებული, ძალიან ვუფრთხილდებოდით, რადგან ნამდვილი ფერია იყო ჩვენს თვალწინ... ახლა კიდევ ყველაფერს ვერ ვამბობ, რაც გულში მაქვს. დრო დამჭირდება აზრები რომ დავალაგო... ცხოვრება, მოგეხსენებათ, რა დაუნდობელია! ადამიანებს თუ ოდნავ სალაპარაკო მიეცათ, ათას იმდენს მიამატებენ იმას, რაც სინამდვილეშია! ლიკა უფაქიზესი იყო, მარიტასავით ნაზი, ლაღი, უბოროტო და გულწრფელი! ბოლოს სამწუხაროდ გულჩათხრობილიც გახდა... ქვეყანას ასეთი ადამიანი, ასეთი მსახიობი ჰყავდა და ხელის გულზე უნდა გვეტარებინა. როგორ შეიძლებოდა მას საარსებო წყაროზე ჰქონოდა საზრუნავი?! ეს ქვეყნის დიდი სირცხვილია! ლიკა ქავჟარაძეს ისედაც ურთულესი ცხოვრება ჰქონდა. დედამისი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ადრე გარდაიცვალა. მე მას კარგად ვიცნობდი და ვიცი, რასაც ნიშნავდა ლიკასთვის დედის დაკარგვა. ლიკამ უამრავი სევდა და ტკივილი წაიღო იმ ქვეყნად", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner