logo_geo
eng_logo
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდის მშენებლობა ვადაზე ადრე სრულდება
- +

13 ოქტომბერი. 2017. 10:54



საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მშრალ ხევზე, ახალი სახიდე გადასასვლელის  სამშენებლო სამუშაოებს ვადაზე ადრე ასრულებს.


არსებული, 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, აშენდა ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდა.


პროექტის ფარგლებშo განხორციელდა: ახალი 3-მალიანი, 92 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, სადეფორმაციო ნაკერების, განაპირა და შუალედური ბურჯების, ფოლადის ზღუდარების, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე განხორციელდა ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.


ამ დროისათვის, ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს ახალი ხიდის გაბიონების კედლების მოწყობა.


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 846 900 ლარი შეადგინა. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში  დასრულდება. პროექტის ფარგლებში, სამუშაოებზე 45 ადამიანი დასაქმდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner