logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

13 ოქტომბერი. 2017. 10:57



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ  დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ პირი, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის" გავლით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სატვირთო ავტომანქანით ყვავილების ტრანსპორტირებას ახორციელებდა. შემოწმების შედეგად  აღმოჩნდა, რომ  რეალურად,  ბრალდებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის  უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ცდილობდა.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 217 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აღნიშნული დანაშაული  სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner