logo_geo
eng_logo
ერაყის ქურთისტანში ომი დაიწყო
- +

13 ოქტომბერი. 2017. 14:37



ერაყის არმიამ ქალაქ კირკუკზე კონტროლის აღსადგენად სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ქალაქს ერაყის ქურთისტანის ხელისუფლება აკონტროლებს.


ქურთი და ერაყელი ბლოგერების ინფორმაციით, კირკუკში ქურთისტანის პეშმერგასა და ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტ ძალოვნებს შორის შეტაკება უკვე დაიწყო. ინფორმაციას ოფიციალური სტრუქტურები ჯერ არ ადასტურებენ.


ადგილობრივი მედიის ცნობით, კირკუკში ქურთისტანის მილიციის დიდი ძალებია მობილიზებული. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში, ქალაქში 6 ათასი მებრძოლი შეიყვანეს. ქალაქში მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.


25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში ბაღდადის წინააღმდეგობის მიუხედავად, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობის 93%-მა ერბილის ბაღდადისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ თურქეთი და ირანი, რომლებმაც ქურთისტანის საზღვრებთან, ერაყთან ერთად, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.


29 სექტემბერს ბაღდადის ხელისუფლებამ, ერაყის ქურთისტანის მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების გამო, რეგიონის საჰაერო სივრცე საერთაშორისო ფრენებისთვის დახურულად გამოაცხადა.


ამავე დღეს თეირანმა ირანულ კომპანიებს ერაყის ქურთისტანში, და პირიქით, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება აუკრძალა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner