კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა „იბერიას" თოქშოუში „არჩილ გამზარდიასთან ერთად" განაცხადა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანებს მაშინ აფასებენ, როდესაც გარდაიცვლებიან.
მისი განცხადებით, არავის აინტერესებს მაგალითად თუნდაც მსახიობ ლეილა აბაშიძის ბედი.
„ვინმე კითხულობს, როგორ არის ლეილა აბაშიძე?! მისმა მეზობელმა რამდენიმე დღის წინ დამირეკა, დათო, გვიშველე, ჩაუჭრეს სინათლეო. ვუთხარი, არ უთხრათ, გადავიხადეთ და ჩავურთეთ. ლოგინად არის ჩავარდნილი..." - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.