logo_geo
eng_logo
დუბაიში ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
- +

15 აპრილი. 2016. 17:54



სააგენტო khaleejtimes.com-ის გავრცელებული ინფორმაციით, დუბაიში, ერთ-ერთ ქუჩაზე ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. მათი ცნობით, დუბაის პოლიცია გოგონას გარდაცვალების მიზეზებს იძიებს.



გავრცელებული ცნობით, გოგონას, რომელიც სავარაუდოდ 20 წლის იყო, აღმოჩენის მომენტში მხოლოდ საცვლები ეცვა. მისი ცხედარი ავტობუსის გაჩერებასთან, დუბაის სასამართლოს მოპირდაპირე მხარეს იპოვეს.



იქვე იმყოფებოდა კიდევ ერთი, 24 წლის ქალბატონი, რომელიც ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მიცვალებულის გვერდით იწვა, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ის სავარაუდოდ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მასთან კონტაქტის დამყარება სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს, რადგან ის მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა. გამომძიებლების დასახმარებლად ადგილზე თარჯიმანი გამოიძახეს. 



ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონას ცხედარს შუბლზე მცირე ზომის ჭრილობა და სისხლჩაქცევა  აღენიშნებოდა, რაც არ გამორიცხავს, რომ იგი ან დაეცა, ან დაარტყეს.

ამ დროისთვის ცხედარი სასამართლო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.



მომხდარზე წერს კიდევ ერთი ადგილობრივი გამოცემა, რომელიც ასევე საუბრობს ვერსიაზე, რომ შესაძლოა გოგონა, რომლის ცხედარიც გამთენიისას აღმოაჩინეს, გააუპატიურეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner