logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: „ნაციონალებს“ ურჩევნიათ, ლევან ხაბეიშვილი დააოკონ!
- +

13 ოქტომბერი. 2017. 16:38

 

 

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის ბოლოდროინდელი მოქმედებები შეაფასა.


„ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის" ტიპიური სახე. როცა მას ვხედავ, თვალწინ მიდგას წინა ხელისუფლების 9-წლიანი პერიოდი. ეს ადამიანი იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში. ხაბეიშვილი ძალიან მწყრალად არის ზრდილობასთან, რაც სამწუხაროა. ეთერიდან ეთერში გადადის და ოპონენტებს შეურაცხყოფას აყენებს, რიგ შემთხვევებში კი მისი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

 

ძალიან გავბრაზდი, როცა გუშინ „TV პირველის" ეთერში ბენო ქაშაკაშვილს, რომელიც ცნობილი მთამსვლელი და წარმატებული ბიზნესმენია, შეურაცხყოფა მიაყენა. პროდიუსერის ადგილზე მიკროფონსაც კი გავუთიშავდი.

 

ვფიქრობ, ეს ბიჭი სერიოზულ უსიამოვნებას გადაეყრება ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ მისი ბრალი. და თუ მისი პოლიტიკური გუნდის წევრებს უნდათ, რომ საზოგადოებაში რამე სიმართლის მარცვალი მიიტანონ, ეს ადამიანი ან უნდა დააოკონ, ან გაწიონ გვერდზე, მითუმეტეს, აქვთ ამის გამოცდილება. წლების წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავიანთი ყველაზე ოდიოზური ფიგურები - გიგა ბოკერია და მაია ნადირაძე გაარიდეს ტელეეკრანებს", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner