საქართველოს პარლამენტმა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურების სახელზე შემუშავებული რეზოლუციის პროექტი მიიღო.
პროექტი პარლამენტს საპარლამენტო უმცირესობამ შესთავაზა. მასში უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად რამდენიმე ჩასწორება განხორციელდა და საბოლოოდ, 89 ხმით - ერთხმად დაამტკიცეს.