logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: გავეშებული ქალი კაცების თავზე დაძვრებოდეს, ასეთი რამ არ მინახავს
- +

13 ოქტომბერი. 2017. 17:29



მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოსთან განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრა.


„საკრებულოსთან განვითარებული მოვლენები არანაირი დემოკრატიის ჩარჩოში არ ჯდებოდა. რა არ მინახავს ქართულ პოლიტიკაში, მინახავს მიტინგების დარბევა, ადამიანების შეურაცხყოფა, მაგრამ გავეშებული ქალი კაცების თავზე დაძვრებოდეს, ასეთი რამ არ მინახავს. ეს რაღაც ახალ ფენომენთან გვაქვს საქმე. თინა ბოკუჩავას ილეთები, ალბათ, ქართული პოლიტიკის ფენომენად დარჩება.

 

კოტე იოსელიანი, ბოკუჩავას მეორე ნახევარი, გამოვიდა და განაცხადა, რომ 15 ადამიანი დაესხა თავს და ყველას მელორ ვაჩნაძის სახე ჰქონდა. ამ მაგალითზე კარგად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების გამოწვევას ცდილობს. ამ ადამიანებს შორის იყო ახალგაზრდა მელორ ვაჩნაძე. მაშინ, როცა ბევრს სახლში თბილად ეძინა, მელორი გამოდიოდა და მიშას სისხლიან რეჟიმს აპროტესტებდა. 

 

ვფიქრობ, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში ძალიან კარგად დადგმული სპექტაკლის სცენები თამაშდება. „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია, რომ შემდეგ არეულობა გამოიწვიოს ქვეყანაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, „ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური მხარდამჭერები აღარ ჰყავს და ალბათ, ძალიან მალე ქართველი საზოგადოება გამოუტანს მათ განაჩენს", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner