logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო შეჭრა გამანადგურებელი შედეგების მომტანი იქნება
- +

13 ოქტომბერი. 2017. 18:45

 


NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი კრიზისის ძალისმიერი გზით გადაჭრას მიუღებლად მიიჩნევს. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო შეჭრა გამანადგურებელი შედეგების მომტანი იქნება.


„სამხედრო ძალის გამოყენებას გამანადგურებელი შედეგები ექნება. ვფიქრობ, არავის სურს ეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. 


როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა განმარტა, აშშ-ს უფლება აქვს თავდაცვაზე და თავისი მოკავშირეების დაცვაზე, თუმცა, არავის სურს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაჭრა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner