logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ეს არის წმინდა პოლიტიკური აფიორა!
- +

13 ოქტომბერი. 2017. 20:54

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან" ინტერვიუში საკრებულოს წინ 10 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. გიორგი ვოლსკის განცხადებით, კეთდება საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია, სადაც 700 მლნ დოლარის რვა პროექტი განხორციელდება, „ნაციონალური მოძრაობა" კი ხმაურს იმიტომ ტეხს ამ პროექტებზე, რომ არჩევნების წინ ყურადღება მიიქციოს.


„სახეზე გვაქვს საინვესტიციო პროგრამა, რომელიც დაახლოებით 1800-1900 კვ. მეტრზე ითვალისწინებს მილიონზე მეტი ფინანსური რესურსის დახარჯვას და ავტოსადგომის მოწყობას. ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის თანაინვესტირების ფონდის საკუთრება და ავტოსადგომი, რომელიც იქ შენდება, მხოლოდ სასტუმროს მოემსახურება. რეალურად, ეს ასე არ არის. კეთდება საკმაოდ მოცულობით ინვესტიცია, თანაც ეს ინვესტიცია არის ძალიან მიზერული ნაწილი, რაც გააჩნია თანაინვესტირების ფონდს, დაახლოებით 700 მლნ დოლარის რვა პროექტი ხორციელდება.

 

 

მეორე არის თაბორის მთა, რომელიც საზოგადოებას ისე წარმოუჩინეს, რომ ეს არის თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი თანაავტორის ბიძინა ივანიშვილის ეზოს ნაწილი, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია. თუ რაიმე ინვესტიცია კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ ქალაქს უფრო უკეთესი რესურსი ჰქონდეს დასვენებისთვისა და ავტოპარკისათვის.

 

 

ვისურვებდი, რომ კიდევ გამოჩნდეს ბევრი ასეთი ინვესტორი, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ვინც განახორციელებს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. საკრებულოსთან შეკრებილი 100 ადამიანიდან, ვინც საკრებულოს გონიერ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, არ მგონია, რომელიმეს სათათბირო უფლების გამოყენებისთვის უნდოდა სხდომაზე შესვლა. ვფიქრობ, არც ის სჯერა არავის, რომ თაბორის მთაზე განსახორციელებელი პროექტი ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირებაა. ეს არის წმინდა პოლიტიკური აფიორა, რასაც მიმართავს ასეთ სიტუაციაში გამოცდილი პოლიტიკური ჯგუფი, რათა არჩევნების წინ საზოგადოების ყურადღება მიიქციოს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner