ავტორი ნიკა მუმლაძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან" ინტერვიუში სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც 2017 წელს გაუქმდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა აღდგეს. როგორც უმრავლესობის წევრმა განაცხადა, ამ საკითხზე საუბარი იყო.
„სოფელში ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა. შეიქმნა კოოპერატივები და მათ შორის უამრავი ძალიან წარმატებული კოოპერატივია. ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით ყველაფერი კარგად მოხდა, მაგრამ სერიოზული წინსვლა აჩვენა სოფელმა.
დღეისათვის სოფლად ყველაზე სერიოზული პრობლემა არის აზიური ფაროსანა. მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ფაროსანები ჩვენს პოლიტიკაშიც მრავლად გვყავს და არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ვოლსკიმ.