გამოცემა Pravda იუწყება, რომ უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში, რუსული ენის შესწავლა ყველა სკოლაში აიკრძალა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განათლების შესახებ კანონს ხელი სექტემბრის ბოლოს მოაწერა. კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე სწავლა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთიმა და რუმინეთმა გააპროტესტა.
„ვადასტურებ, რომ სასწავლო დაწესებულებებში რუსული ენის შესწავლა აიკრძალა. ეს არამხოლოდ მთავრობის პოზიციაა, არამედ მშობლების სურვილიც, რომლებმაც მოგვმართეს", - განაცხადა, ხმელნიცკის განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა რომან ნიკოლაევმა.