logo_geo
eng_logo
უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში რუსული ენის შესწავლა ყველა სკოლაში აიკრძალა
- +

13 ოქტომბერი. 2017. 23:15


 

გამოცემა Pravda იუწყება, რომ უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში, რუსული ენის შესწავლა ყველა სკოლაში აიკრძალა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განათლების შესახებ კანონს ხელი სექტემბრის ბოლოს მოაწერა. კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე სწავლა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთიმა და რუმინეთმა გააპროტესტა.


„ვადასტურებ, რომ სასწავლო დაწესებულებებში რუსული ენის შესწავლა აიკრძალა. ეს არამხოლოდ მთავრობის პოზიციაა, არამედ მშობლების სურვილიც, რომლებმაც მოგვმართეს", - განაცხადა, ხმელნიცკის განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა რომან ნიკოლაევმა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner