logo_geo
eng_logo
ნინო დარსალია: შეიძლება თავი დავიწვა! არ შემიძლია ასე ყოფნა...
- +

14 ოქტომბერი. 2017. 02:38


 

„არავის გატაცება არ შემიძლია, არც ვინმეს მოკვლა. ერთადერთი, რაც შემიძლია, აი, იმ დიდებულ დღეს, არჩევნები რომ იქნება, უბრალოდ, დავიწვა თავი! არ შემიძლია ასე ყოფნა, დასასრული ხომ აქვს ყველაფერს...", - ამის შესახებ „რუსთავი 2" -ს შპს „გორგიას" საქმეზე ნინო დარსალიამ განუცხადა. როგორც დარსალია აცხადებს, გია გორგოშაძესთან დაშორების შემდეგ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. დარსალია ასევე არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა მეუღლემ დაგეგმა გატაცების მცდელობა, რომ დარსალიაზე გაჩენილიყო ეჭვი.

 

„იმდენად თაღლითია, რომ ამ ყველაფრის გამოყენება უნდოდა. ის ცდილობდა ამ დავის პროცესიდან მოვეცილებინე. ერთი ქმედებით ორ კურდღელს იჭერს. იმდენად დარწმუნებული ვარ შინაგანად, რომ მისი ორგანიზებული და დადგმულიც შეიძლება იყოს. ეს ყველაფერი კი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემზე გაჩენილიყო ეჭვები! საოცარი სპექტაკლი დაიდგა!

 

განაში ბიზნესი უნდა გაგვეკეთებინა ნანა ყეინიშვილთან ერთად, რომელიც მაშინ „წითელი ჯვრის თავმჯდომარე იყო. მასთან ერთად ჩავდეთ ფული..." , - განაცხადა ნინო დარსალიამ.


შეგახსენებთ, რომ შპს „გორგიას" დამფუძნებლის მძევლად ხელში ჩაგდებისა და მისგან დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნის მომზადებაში ბრალდებულ ოთხ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.





 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner