logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულ მიმართვას დადებითად აფასებს
- +

15 აპრილი. 2016. 18:49


 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ მიმართვას დადებითად აფასებს.


მისი განცხადებით, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ევროპარლამენტში დადებითი გადაწყვეტილების მიღებას.



ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დოკუმენტი, რომლის მხარდაჭერაც იყო აუცილებელი და ჩვენ ეს გავაკეთეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ის ადრე იყო მომზადებული და ის ამოცანები, რომელიც წინა პროექტში იყო წარმოდგენილი, უკვე გადაჭრილია. თავისთავად ჩვენი შენიშვნები ამ დოკუმენტის გადახალისებასთან დაკავშირებით იყო გათვალისწინებული. საბოლოდ შევჯერდით ამ ვარიანტზე. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომავალ კვირაში, ევროპარლამენტში დადებითი გადაწყვეტილების მიღებას, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხში", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირძემ.




პარლამენტმა დღეს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ერთობლივი დოკუმეტი მიიღო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner