logo_geo
eng_logo
სვეტიცხოველში ილია მეორე სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას აღავლენს
- +

14 ოქტომბერი. 2017. 11:27


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სვეტიცხოვლის ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგიას აღავლენს.


მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.


ტაძარში მღვდელმთავრები, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები, სასულიერო პირები, ჩოხოსნები იმყოფებიან.


სადღესასწაულო მსახურებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ელოდებიან.


სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გამო, მცხეთაში განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მცხეთაში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია და სპეციალური საშვებით ხდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner