logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სახალხო დღესასწაული „დვაბზუობა - 2017“ აღინიშნა
- +

14 ოქტომბერი. 2017. 12:35



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პროექტი, რომელიც სოფლების სახელობითი დღესასწაულების დაწესებას, ადგილობრივი ანსამბლების წარმოჩენასა და მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწეების გამოვლენას ითვალისწინებს, სოფელ დვაბზუში უკვე მეორე წელია იმართება.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სახალხო დღესასწაული „დვაბზუობა - 2017" აღინიშნა, რომელსაც  დაესწრნენ სოფლის მცხოვრებნი, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა: „ზენაარი," „კოლხა," „აისი" და მგალობელ-მომღერალთა გუნდი „შემოქმედი". სპეციალურად ამ დღისთვის დვაბზუში მუსიკალური ნომრები შეასრულეს ნოდიკო ტატიშვილმა, ანრი ჯოხაძემ, სალომე ბაკურაძემ, სოფო ბედიამ და ქსენია აბულაძემ.


დაჯილდოვდნენ დვაბზუს საპატიო მოქალაქეები. მათ სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა.


„სახალხო დღესასწაულს „დვაბზუობას" ვულოცავ სოფელ დვაბზუს მოსახლეობას. ეს არის  დღე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს. ვხვდებით ერთმანეთს და ვეუბნებით თბილ სიტყვებს. ასევე, აუცილებელია, მუნიციპალიტეტში დაწესდეს თითოეული სოფლის დღე და ყოველწლიურად დაჯილდოვდნენ სოფლებში მცხოვრები დამსახურებული ადამიანები. დღეს ჩვენ დვაბზუში მცხოვრები ექვსი ღვაწლმოსილი ადამიანი დავაჯილდოვეთ, რომლებმაც სოფლისა და მუნიციპალიტეტისთვის არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთეს", - აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.


 „დვაბზუობა - 2017" გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner