logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: უნდოდათ საქმის შეკერვა და გააკეთეს, ვინ დაუშლიდათ?
- +

14 ოქტომბერი. 2017. 13:11


„მინდა, გავაგრძელო თემა იმ პოლემიკის გარშემო, რაც ეს ორი დღეა, ჟურნალისტ მაკა რაზმაძის გვერდზე მოხდა ჩემსა და კრიმინალ გიორგი ცააძის დის შორის და რატომ ვუპირისპირდები მის „ანგელოზ ფრთებგამობმულ, სასახელო" ძმას", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი შონია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჯერ ერთი, ეს იყო ყველაზე აგრესიულ პოლიციელთაგანი, რომელიც არბევდა „მრგვალი მაგიდის" მიტინგებს (გამეცინა, როცა მისი გაკაპასებული და იწერება, რომ იმ დროს საბავშვო ბაღის ასაკის იყო მისი ძმა)...

 

მოგეხსენებათ, რომ სრულიად უსაფუძვლოდ სააკაშვილის რეჟიმმა ბრალი დამდო, თითქოსდა მე შეურაცხყოფა მივაყენე მიშას მინისტრს ბენდუქიძეს და აქციის დროს სახეში მიმიფურთხებია. არადა, ახლოსაც არ მივსულვარ, მაგრამ არანაირად ჩემმა წარდგენილმა მოწმეებმა არ გაჭრა სასამართლო პროცესზე, უნდოდათ საქმის შეკერვა და გააკეთეს, ვინ დაუშლიდათ? მოკლედ, ბენდუქიძე დაიბარეს სასამართლო პროცესზე, რომელსაც ზუსტად ჰქონდა აღწერილი ჩემი გარეგნობა და ჩაცმულობაც კი და აი, საოცრება, თურმე მას მხედველობის პრობლემა აქვს და ვერანაირად ვერ შეძლებს ჩემს ამოცნობას, ანუ ბრალდების მხარეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მოგვიანებით ბენდუქიძე იმასაც წამოიძახებს: რა უსაფუძვლოდ დავაბრალეთ იმ ბიჭს ეს დანაშაულიო, მაგრამ რაღა დროს. ამიტომ მოძებნეს გიორგი ცააძე ცრუ მოწმედ, რომელმაც სასამართლო პროცესზე ურცხვად და უსინდისოდ იცრუა (ამის ვიდეოჩანაწერიც მაქვს), როდესაც განაცხადა, რომ ირაკლიმ ბენდუქიძეს რომ მიაფურთხა, მერე შემოტრიალდა და მე მომაფურთხაო. აგერ, ბატონო, ცააძის სახით მოწმე და დაზარალებული. ბოლოს კი დააგვირგვინა თავისი გამოსვლა, რომ მე მკაცრად ვიმსახურებ დასჯას. სწორედ მაშინ ვუწინასწარმეტყველე, რომ ძალიან მალე ჩემს ადგილას თავად აღმოჩნდებოდა და ახდა კიდეც!

 

სასამართლომ მაშინ, ცხადია, მე გამამტყუნა და უმკაცრესად დამსაჯეს! მანამდე კი, როდესაც სახლიდან დამაპატიმრეს და მიმიყვანეს მთაწმინდის რაიონის პოლიციაში, შენობის დერეფანში, უკანა მხრიდან თავს დამესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცააძე და ფეხებს მირტყამდა, რაზეც შენიშვნა მისცა მაშინდელმა მთაწმინდის რაიონის პოლიციის უფროსმა პაატა ჟღენტმა და ძლივს მომაცილეს ეს გაბოროტებული ჯალათი! აი, ამიტომ ვუპირისპირდები მას როგორც უსამართლო, დაუნდობელ, ცრუ ადამიანს, რომლის მსგავსი ნაძირლებით და მკვლელებით იყო დაკომპლექტებული მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურები და მათი დარბევების სისასტიკე ცას აწითლებდა! დაე, სამართალმა ოდესმე პური ჭამოს და მსგავსი ადამიანები გისოსებს შორის აღმოჩნდნენ და რაც დაიმსახურეს, ის მიეზღოთ!" - წერს შონია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner