„მინდა, შევეხმიანო ნინო დარბაისელის და მამა პეტრეს ინიციატივას „ბროწეულის ბაღის", „მარიტას ბაღის" გაშენების თაობაზე და შემოგთავაზოთ ამ იდეის განსახორციელებელი ადგილი!" - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
ვაკის პარკში, იქ, სადაც სასტუმრო „ბუდაპეშტი" იყო, მიმდებარე ტერიტორია, რომელიც დავის და ძიძგილაობის თემაა რამდენიმე წელია!
მე ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო ადგილი, რომელიც სიყვარულს, მარადიულობას, მარიტას და ლიკას სილამაზეს უკვდავყოფს!" - წერს ხოფერია.