„რომ არა ბიძინა, ამდენ ბოღმა ხალხს ვინ ეყოლებოდა სალანძღავი ობიექტი?" - წერს სოციალურ ქსელში პაატა აბულაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს სიტყვები ლიკას ბოლო ინტერვიუდან იყო. გუშინ კი, მარინა ჯანაშიამაც დაწერა, რომ არა ბიძინა, დღეს მე ცოცხალი არ ვიქნებოდიო... ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, რომ არა ბიძინა, ამდენ ბოღმა ხალხს ვინ ეყოლებოდა სალანძღავი ობიექტი? ბიძინამ დააფასა ეს ჩვენი ხელოვანი ადამიანები, თორემ ბევრი მართლაც შიმშილით დაიხოცებოდა..." - წერს პაატა აბულაძე.