სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს, სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახსა და აი, ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც სულიწმინდა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანებათა აღმავსებელი, მადლი სულისა წმინდისა, უხილავად მოქმედებს ჩვენს ზედა. გილოცავთ დღევანდელს დღეს, სვეტიცხოვლობას. მადლი ყოვლად წმინდისა სულისა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და სულიწმინდისა, იყოს ჩვენზე, საქართველოზე, მთელ მსოფლიოზე. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.