2016 წელს ოლიმპიური წელია და სულხან-საბა ორბელიანის კვალდაკვალ მოგზაურობის პარალელურად, პაატა ნაცვლიშვილი ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს. იგი ჟურნალისტად არის აკრედიტებული XXXI ოლიმპიადაზე, რომელიც წელს, ზაფხულში გაიმართება რიო-დე-ჟანეიროში. მას განზრახული აქვს, მოიაროს სხვა ოლიმპიური ქალაქებიც და თავის შთაბეჭდილებებს თავი მოუყაროს ახალ წიგნში - „კიდევ ერთი ოლიმპიური რგოლი საქართველოსთვის".
ეს წიგნი გაგრძელება იქნება მისი მონუმენტური ტომეულისა „ხუთი რგოლი საქართველოსთვის", რომელიც 2014 წელს გამოიცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდამჭერით.
პროექტი გულისხმობს მისი ავტორის რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიადაზე ჩასვლასა და უკან დაბრუნებას შორი გზით - ათი ოლიმპიური ქალაქის გავლით: ოლიმპიურ რიო-დე-ჟანეიროში ორკვირიანი ყოფნის გარდა, დაგეგმილია ორ-ორდღიანი გაჩერებები ტოკიოში, სენტ-ლუისში, რომსა და ათენში.
ახალ პროექტში პაატა ნაცვლიშვილს მხარს უჭერენ ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიელთა კლუბი, გამომცემლობა „სეზანი" და სხვები.
პროექტის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა დამატებითი თანხები - 8 ათასი ევრო.
პროექტის ამ ეტაპზე სასწრაფოდ არის შესაძენი თვითმფრინავის ბილეთები:
ტოკიო - ლოს-ანჯელესი - სენტ-ლუისი
(2016 ევრო / ეკვივალენტი ლარებში).
რიო-დე-ჟანეირო - რომი - ათენი
(2812 ევრო / ეკვივალენტი ლარებში).
მხარში ამოვუდგეთ ბატონ პაატას მისი კიდევ ერთი ორიგინალური და მნიშვნელოვანი იდეის ხორცშესხმაში, დავეხმაროთ მას ახალი პროექტისთვის საჭირო თანხის მოზიდვაში! ჩავრთოთ ამ საქმეში ჩვენი ნაცნობ-მეგობრები, ბიზნესმენები, კომპანიები, ბანკები, ფონდები... ვიაქტიუროთ. ზღვა წვეთებისგან შედგება.
თითოეული სპონსორის სახელი - იქნება ეს კომპანია, ორგანიზაცია თუ კერძო პირი, ხაზგასმით აღინიშნება პ. ნაცვლიშვილის ოლიმპიური მოგზაურობის ამსახველ წიგნში, რომელიც გაისად ამ დროს გამოიცემა. გარდა ამისა, პროექტის მხარდამჭერთა სახელები, თუ თავად არ იქნებიან წინააღმდეგი, მანამდეც და შემდეგაც ფართოდ გაჟღერდება ყველა საკომუნიკაციო სივრცეში, სადაც ამ პროექტზე იქნება ლაპარაკი.
თანხა უნდა გადაირიცხოს ანგარიშზე:
საბანკო კოდი - TBCBGE 22
მიმღების დასახელება - პაატა ნაცვლიშვილი
ანგარიშსწორების ანგარიში - GE52TB1108245063622336
ჩვენი თანადგომით განხორციელებული ეს ოლიმპიური პროექტი თითოეული ჩვენგანის პრესტიჟის საქმე და ჩვენი ოლიმპიური გამარჯვებაც იქნება!
პაატა ნაცვლიშვილის პროექტი ჩვენი პროექტია!